Pussy Riot-ის წევრს ოლგა ბორისოვას საქართველოში შემოსვლაზე უარი უთხრეს

პუბლიკა

Pussy Riot-ის წევრი ოლგა ბორისოვა წერს, რომ საქართველოში შემოსვლაზე უარი უთხრეს, მიზეზი კი არ განუმარტავთ.

„მე თბილისის გარდა, სხვაგან სახლი არ მაქვს, იქ მყავს მეგობარი ბიჭი და ბინა, რომლის ქირასაც ვიხდი“, – წერს ოლგა ბორისოვა. მისი თქმით, ჯერ იძულებით სტამბოლში წასვლა, შემდეგ კი ამსტერდამში დაბრუნება მოუწია, სადაც პოლიციამ ასევე გააჩერა.

ბორისოვა წერს, რომ იმედი აქვს, საქართველოში დაბრუნებას ისევ მოახერხებს. რუსი ოპოზიციონერები და აქტივისტები საქართველოში შემოსვლაზე უარის თქმის შესახებ აქამდეც წერდნენ. ცოტა ხნის წინ საქართველოში არ შემოუშვეს რუსი ბლოგერი ინსა ლანდერი, რომელსაც იქ 8-წლიანი პატიმრობა ემუქრება.

საქართველოში შემოსვლაზე წელს უარი უთხრეს ოპოზიციური ტელეკომპანიის „დოჟდის“ ჟურნალისტსაც. გასულ წელს კი იმავეს წერდა რუსი ოპოზიციონერი პოლიტიკოსის ალექსეი ნავალნის თანამებრძოლი ლიუბოვ სობოლი.