თბილისში, დიდ დიღომში ადგილობრივი მოსახლეობა და აქტივისტები საცხოვრებელი კორპუსების დაგეგმილ მშენებლობას აპროტესტებენ. კორპუსი საბავშვო ბაღ „ხუთკუნჭულას“ გვერდით უნდა აშენდეს. აქციის მონაწილეები მიიჩნევენ, რომ შენობები თავისი სიმაღლიდან გამომდინარე საბავშვო ბაღს მთლიანად დაჩრდილავს, ასევე ჩაუკეტავს ერთ-ერთ შესასვლელს, მშენებლობის პროცესი კი საბავშვო ბაღის 500-მდე აღსაზრდელს საფრთხეს შეუქმნის.
ადგილობრივები და სამოქალაქო აქტივისტები, ვინც მშენებლობას ეწინააღმდეგება, მოითხოვენ შეჩერდეს დაგეგმილი მშენებლობა და მერიამ მასზე გაცემულ ნებართვას გადახედოს.