Quiz | რა დაგამახსოვრდათ ირაკლი ღარიბაშვილის ვრცელი წერილიდან
რა თამაშის წესები დაუტოვა ბიძინა ივანიშვილმა „ქართულ ოცნებას“?
ირაკლი ღარიბაშვილი წერილის მიხედვით, ბიძინა ივანიშვილის მიერ დატოვებული ღირებულებები და თამაშის წესებია - სამშობლოს სიყვარული და კანონის პატივისცემა.
ვინ დატოვა ბანკი „ქართუ“ ზეწოლის მასშტაბების გამო 2011 წელს?
„იყვნენ ისეთებიც, რომლებმაც ზეწოლას ვერ გაუძლეს და არა მხოლოდ ბრძოლაში ვერ ჩაერთნენ, არამედ ,,ქართუც“ კი დატოვეს, ხოლო ზოგიერთი ქვეყნიდანაც კი წავიდა. თუმცა, 2011-12 წლებში „ქართუს“ დატოვებისთვის ვერავინ ვერავის გაამტყუნებს, ისეთი მასშტაბის ზეწოლის გამოვლა მოუწია თითოეულ ჩვენგანს", - წერს ირაკლი ღარიბაშვილი.
რატომ მოიწვია მთავრობაში ბიძინა ივანიშვილმა დიმიტრი ქუმსიშვილი და გიორგი კვირიკაშვილი?
ირაკლი ღარიბაშილი თავის წერილში აღნიშნავს, რომ კადრების დეფიციტის გამო გიორგი კვირიკაშვილსა და დიმიტრი ქუმსიშვილს, ბიძინა ივანიშვილმა პროფესიონალიზმი მაინც დაუფასა და 2012 წელს ისინი ახალ მთავრობაშიც კი მიიწვია.
ღარიბაშვილი აზრით ვინ არის უწესიერესი კაცი და პროფესიონალი სამართალდამცავი ?
„2012 წელს ვახტანგ გომელაური შინაგან საქმეთა სამინისტროში მე მივიყვანე ჩემს მოადგილედ. ანზორ ჩუბინიძეც, უწესიერესი კაცი და პროფესიონალი სამართალდამცავი, 2012 წლიდან ჩაერთო სახელმწიფო სამსახურში. როდესაც მთავრობისთვის კადრებს არჩევ, ბუნებრივია, უცხო ხალხს ვერ მიიყვან", - წერს ღარიბაშვილი.
წერილი მიხედვით, რასთან დაკავშირებით მიიღო რჩევა ცოტა ხნის წინ ღარიბაშვილის მეუღლემ ივანიშვილის მეუღლისგან?
„განსაკუთრებულად ვამაყობ ბერასთან ჩემი პირადი მეგობრობით. საზოგადოებას მინდა განვუმარტო, რომ ამ ურთიერთობების გათვალისწინებით, ჩვენს ოჯახებს აქვთ პერიოდული კომუნიკაცია ერთმანეთთან. მაგალითად, ცოტა ხნის წინ, ჩემმა მეუღლემ მიიღო რჩევები ბიძინა ივანიშვილის მეუღლისგან გარკვეულ სამედიცინო საკითხთან დაკავშირებით. მსგავსი კომუნიკაცია ბიძინა ივანიშვილთან პერიოდულად მეც რომ მქონდეს, ბუნებრივია, ვერც ამაში იქნება რაიმე დასაძრახი", - წერს ირაკლი ღარიბაშვილი.
ვისზე წერს ღარიბაშვილი, რომ მთავრობიდან ამ ადამიანებს „ბიძინა ივანიშვილი არც კი შეხვედრია და იცნობს“
ის წერს, რომ თავდაცვის, საგარეო საქმეთა, იუსტიციის, ფინანსთა და ჯანდაცვის მინისტრების საკვანძო სამთავრობო პოზიციებს დღეს იკავებენ ადამიანები, რომლებსაც ბიძინა ივანიშვილი არც კი შეხვედრია და იცნობს.
ღარიბაშვილის წერილის მიხედვით, ვისთან არის „შენახვედრი“ საპარლამენტო არჩევნების წინ ბიძინა ივანიშვილი?
„საპარლამენტო გუნდის ლიდერების დიდ ნაწილთან, მათ შორის, პარლამენტის თავმჯდომარესთან და არაერთი საკვანძო კომიტეტის ხელმძღვანელთან, ბიძინა ივანიშვილი მხოლოდ საპარლამენტო არჩევნების წინ მათი წარდგენის დღეს არის შენახვედრი. ასეთ დროს, საუბარი იმაზე, რომ ბიძინა ივანიშვილი მთავრობასა და პარლამენტს მართავს და აკონტროლებს, სრული ფარსი და აბსურდია, "- წერს ირაკლი ღარიბაშვილი.
ირაკლი ღარიბაშვილის თქმით, რას ვერ უხერხებენ ვერაფერს „ოპონენტები“ ?
„ბიძინა ივანიშვილის წარსულს და ამ წარსულზე დაფუძნებულ სიყვარულსა და პატივისცემას ჩვენი ოპონენტები ვერაფერს უხერხებენ, რაც მათ სასოწარკვეთილებაში აგდებს, "- წერს ირაკლი ღარიბაშვილი.