რუს ბლოგერს ალექსეი რომანოვს საქართველოში შემოსვლაზე უარი უთხრეს

პუბლიკა

რუსი ბლოგერი ალექსეი რომანოვი წერს, რომ ის სომხეთიდან საქართველოში შემოსვლას ცდლობდა, მაგრამ მესაზრვრეებმა ექვსსაათიანი ლოდინის შემდეგ ქვეყანაში შემოსვლაზე უარი უთხრეს.

როგორც რომანოვი წერს, უარის მიზეზად, „უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ“ საქართველოს კანონი და „კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა შემთხვევების“ მუხლი მოუყვანეს და კონკრეტული მიზეზი არ განუმარტავთ.

თუმცა, რომანოვი ფიქრობს, რომ რეალური მიზეზი გასული შემოდგომით მიხეილ სააკაშვილის მხარდამჭერი აქციების გაშუქება იყო.

„ერთი ქართველი ოლიგარქისა და ნახევარ განაკვეთზე მყოფი არაფორმალური მმართველისთვის მიშა ყელში გაჩხერილი ძვალია“, – წერს რომანოვი.