საქართველოში გერმანიის ელჩის თანამდებობაზე ჰუბერტ ქნირშს პეტერ ფიშერი შეცვლის.
ამის შესახებ თავად პეტერ ფიშერი წერს.
„რამდენიმე პირადი სიახლე: აგვისტოს ბოლოს მე და მარია გავემგზავრებით თბილისში, სადაც პატივი მექნება, ვიმსახურო საქართველოში გერმანიის ელჩად. თვალი მიადევნეთ ამ სივრცეს“, – წერს პეტერ ფიშერი.
2018 წლიდან ფიშერი არაბეთის გაერთიანებულ საამიროებში გერმანიის ელჩი იყო.