დავაკავეთ პირი, რომელმაც თბილისის ერთ-ერთ ბარში 6 ადამიანი დაჭრა - შსს

პუბლიკა

შსს-ს ცნობით, დააკავეს პირი, რომელმაც თბილისში, რიყეზე მდებარე ერთ-ერთ ბარში ამავე ბარის 5 დაცვის თანამშრომელი და ერთი მეგობარი ცეცხლსასროლი იარაღით დაჭრა.

დანაშაული 3-დან 5 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

„გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა მიმდინარე წლის 7 აგვისტოს, თბილისში, რიყეზე მდებარე ერთ-ერთ ბარში, წარსულში არსებული კონფლიქტის ნიადაგზე, ამავე ბარის დაცვის 5 თანამშრომელსა და მათ ერთ მეგობარს ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლით ჭრილობები მიაყენა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. დაჭრილი მამაკაცები საავადმყოფოში გადაიყვანეს, სადაც მათ შესაბამისი სამედიცინო დახმარება დაეწიათ. ამჟამად ისინი სახლში განაგრძობენ მკურნალობას. პოლიციამ ბრალდებული მომხდარიდან რამდენიმე საათში, ცხელ კვალზე დააკავა. ნივთმტკიცებად ამოღებულია დანაშაულის ჩადენის იარაღი.“

გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 120-ე მუხლის მე-2 ნაწილით, რაც ჯანმრთელობის განზრახ მსუბუქ დაზიანებას გულისხმობს.