აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის საბჭომ ერთი მანქანის შესაძენად 161 420 ლარი გამოყო.
ელექტრონული აუქციონი ივლისში გაიმართა. საბოლოოდ საბჭოსთვის მანქანა 121 000 ლარად შეიძინეს. ხელშეკრულება „კია მოტორსთან” გაფორმდა.
სატენდერო მოთხოვნების მიხედვით, ავტომობილი უნდა ყოფილიყო „ახალი, არაუადრეს 2021 წლის გამოშვების, ექსპლუატაციაში არმყოფი, ნივთობრივად და უფლებრივად უნაკლო”.
აფხაზეთის ავტონბომიური საბჭო ითხოვდა, რომ მანქანას აუცილებლად უნდა ჰქონოდა:
კრუიზ კონტროლის სისტემა;
სავარძლის მასალა – ტყავი ან ხელოვნური ტყავი;
სავარძლების გათბობა – მძღოლის და წინა მგზავრის;
ელექტრულად კეცვადი გვერდითა სარკეები;
წვიმის სენსორი;
კონდიცირების სისტემა ავტომატური;
ელექტროშუშები ოთხივე კარზე;
პარკირების სენსორი მინიმუმ უკან;
აუდიო სისტემა, ბლუთუზი.
ავტომანქანის ფერი: შავი, რუხი და აღნიშნული ფერების სხვადასხვა ტონალობები და ა.შ.