„ღმერთო ჩემო. ყოველ ჯერზე, როცა ფიქრობ, რომ უფრო მეტად ვეღარ დაეშვება, ის კიდევ უფრო ქვემოთ ეშვება და უფრო მეტ ტყუილს იგონებს“, – ასე ეხმაურება Twitter-ზე „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის განცხადებას ევროპარლამენტარი ვიოლა ფონ კრამონი.
„ღმერთო ჩემო. ყოველ ჯერზე, როცა ფიქრობ, რომ უფრო მეტად ვეღარ დაეშვება, ის კიდევ უფრო ქვემოთ მიიწევს და უფრო მეტ ტყუილს იგონებს. ამის დანახვა ძალიან სევდიანია. საბრალო საქართველო. ქართველი ხალხი ამაზე უკეთესს იმსახურებს, თუმცა ჩვენ მაინც გვიყვარხართ და მხარს გიჭერთ, არ აქვს მნიშვნელობა, რამდენად დაბლა დაეშვებიან ისინი“, – წერს ვიოლა ფონ კრამონი.
OMG. Every time you think that it doesn’t go lower – he goes lower and finds even more lies. So sad to see that.
Poor ??. Its people have deserved better than that.But we love you anyway and support you – no matter how low they will go#SlavaUkraini https://t.co/eW09kiIl7e pic.twitter.com/mblEBevWKR
— Viola von Cramon ???? (@ViolavonCramon) September 8, 2022
დღეს, 8 სექტემბერს ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ კრამონი „არსად არ არის შესაშვები, არათუ გვარამიასთან ან ვინმე სხვასთან“.
„ვიოლა ფონ კრამონს რაც შეეხება, მასთან დაკავშირებით ჩვენი პოზიცია არის ცნობილი და მისი განცხადებებით, რომლებიც აკეთა გასული დღეების განმავლობაში, კიდევ ერთხელ დადასტურდა ის, თუ რატომ გვაქვს ჩვენ, ჩვენი დამოკიდებულება ამ ადამიანის მიმართ. მათ შორის, ძალიან მძიმე განცხადება გააკეთა ევროპარლამენტის რეზოლუციასთან დაკავშირებით. მან თქვა, რომ ეს რეზოლუცია და კონკრეტულად ის ნაწილი, რომელიც ივანიშვილის სანქცირებას ეხებოდა, შემუშავდა ამერიკელ პარტნიორებთან თანამშრომლობით. ახლა, ასეთ რაღაცებს რომ ლაპარაკობს ადამიანი, ის, მე მგონი, არსად არ არის შესაშვები, არათუ გვარამიასთან, ან ვინმე სხვასთან”, – განაცხადა კობახიძემ.
გუშინ, 7 სექტემბერს, თბილისში ვიზიტით ყოფნისას ევროპარლამენტარმა, ვიოლა ფონ კრამონმა განაცხადა, რომ „მთავარი არხის“ გენერალური დირექტორის, ნიკა გვარამიას ციხეში მონახულებაზე უარი უთხრეს.