ახალგაზრდების 65% ამბობს, რომ მათ ინტერესს არცერთი პარტია არ წარმოადგენს - NDI

პუბლიკა

ახალგაზრდების 65% ამბობს, რომ მათ ინტერესს არცერთი პოლიტიკური პარტია არ წარმოადგენს, – ამის შესახებ საზოგადოებრივი აზრის კვლევის შედეგებს NDI ავრცელებს.

ეროვნული მაჩვენებლის მიხედვით კი, მოსახლეობის 56% მიიჩნევს, რომ საქართველოში არაა ისეთი პარტია, რომელიც მის ინტერესებს გამოხატავს.

როგორც NDI წერს, მთავრობის მიმართ ყველაზე კრიტიკულად თბილისის, სხვა დიდი ურბანული დასახლებების და ახალგაზრდა ასაკობრივი ჯგუფის წარმომადგენლები არიან განწყობილნი. ეროვნული მაჩვენებლის მიხედვით კი, მოსახლეობის 51% მთავრობის საქმიანობას ცუდად აფასებს, 41% კი კარგად. ამასთან, უმრავლესობა
კვლავ ფიქრობს, რომ პარლამენტი მოსახლეობის საჭიროებებს არ პასუხობს

ოპოზიციური პარტიების მხარდამჭერთა უმეტესობა მიიჩნევს, რომ ოპოზიცია მათი ინტერესებიდან გამომდინარე არ მოქმედებს. შეკითხვაზე:

NDI-ის კვლევა დიდი ბრიტანეთის მთავრობის UK aid-ის ფინანსური ხელშეწყობით ხორციელდება. კვლევა ჩატარებულია CRRC-საქართველოს მიერ. აღნიშნული ანგარიში 14 ივლისიდან – 15 აგვისტომდე ქვეყნის მასშტაბით ჩატარებულ, საქართველოს ზრდასრული მოსახლეობის წარმომადგენლობით პირისპირ გამოკითხვის შედეგებს ემყარება (ოკუპირებული ტერიტორიების გამოკლებით). აგვისტოში ჩატარებული გამოკითხვა სულ 2,104 დასრულებულ ინტერვიუს მოიცავს. საშუალო ცდომილების ზღვარი კვლევაში +/- 2 პროცენტია.