„უმკაცრესად ვგმობ რუსეთის მიერ ჩადენილ სისასტიკეს იზიუმში” – წერს საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ტვიტერზე.
„ომის ამ დანაშაულებებს სამართლებრივად უნდა გაეცეს პასუხი. უკრაინა არ დაეცემა და დადგება მშვიდობა!” – ვკითხულობთ პრეზიდენტის ტვიტერის გვერდზე.
უკრაინელების მიერ გათავისუფლებულ იზიუმში მასობრივი სამარხები აღმოაჩინეს, აღმოჩენილია დახვრეტილი ქალების და ბავშვების ცხედრებიც.