საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის პრესაამსახური ავრცელებს ინფორმაციას, რომელშიც ვკითხულობთ, რომ იგი აშშ-ის პრეზიდენტის სიტყვით გამოსვლას დაესწრო.
„გაეროს გენერალური ასამბლეის 77- სესიის გენერალური დებატები 21 სექტემბერს გაიხსნა. მთავრობის მეთაური ჯოზეფ ბაიდენის სიტყვით გამოსვლაზე დელეგაციასთან ერთად იმყოფებოდა.
საქართველოს დელეგაციის შემადგენლობაში, რომელსაც პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ხელმძღვანელობს, საგარეო საქმეთა მინისტრი ილია დარჩიაშვილი, განათლებისა და მეცნიერების მინისტრი მიხეილ ჩხენკელი და მთავრობის ადმინისტრაციის უფროსი რევაზ ჯაველიძე არიან”. – ვკითხულობთ კანცელარიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.