კულტურის კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილემ ქეთევან დუმბაძემ კულტურის მინისტრს თეა წულუკიანს, რომელსაც პარლამენტში „მინისტრის საათის“ ფორმატში უსმენენ, მადლობა გადაუხადა საქმიანობისთვის.
„მინდა რომ ძალიან ბევრი მადლობა ვუთხრა თქვენს სამინისტროს. უპირველეს ყოვლისა იმ აქტიური თანამშრომლობისთვის მინდა გითხრათ მადლობა, რაც კულტურის კომიტეტსა და სამინისტროს შორის არსებობს. არცერთი წერილი, მიმართვა, თხოვნა თუ იდეა, რომელსაც კომიტეტიდან გაწვდით არ რჩება უპასუხოდ და ხელშეწყობის მიღმა.
ძალიან დიდი მადლობა იმ კონკურსებისთვის, რომელიც ხშირად ცხადდება და ჩემი ბევრი მეგობარი თუ ნაცნობი იღებს მონაწილეობას. დიდი მადლობა დაბრუნებული ფერწერული ტილოებისთვის და დარწმუნებული ვარ სხვებიც მოიძებნება, მადლობა იმ 78 როიალისთვისაც. მადლობა იმ გამოფენებისთვის – თუნდაც ოცხელის გამოფენაზე რომ ვისაუბროთ. მადლობა იმ 70 ვიდეოპორტრეტისთვის, რომელიც ქართველ მწერლებზე გადავიღეთ. აუცილებლად მინდა აღვნიშნო ასევე, ახალგაზრდული ბანაკების პროექტი, “- მიმართა ქეთევან დუმბაძემ თეა წულუკიანს.
უმრალვლესობის წევრმა ქეთევან დუმბაძემ მადლობების შემდეგ თეა წულუკიანს უთხრა, რომ მას კრიტიკული შეკითხვების დასმა არ უჭირს და აინტერესებს „ალავერდზე რა პრობლემებია, იქ რაღაც მშენებლობასთან დაკავშირებით”.