შინაგან საქმეთა სამინისტროს კახეთის პოლიციის დეპარტამენტის დირექტორად პოლიციის პოლკოვნიკი თეიმურაზ კალანდაძე დაინიშნა. ამის შესახებ ინფორმაციას შსს ავრცელებს.
თეიმურაზ კალანდაძე ერთ-ერთი იყო, რომელიც ქუთაისში ბანკში შეჭრილ პირთან მძევლების გათავისუფლების საკითხზე მოლაპარაკებას აწარმოებდა.
შსს-ს ცნობით, ამ დრომდე მას შიდა ქართლის პოლიციის დეპარტამენტის დირექტორის თანამდებობა ეკავა.
შიდა ქართლის პოლიციის დეპარტამენტის დირექტორად კი პოლიციის პოლკოვნიკი ვალერი თელია დაინიშნა, რომელიც მანამდე ამ დეპარტამენტის დირექტორის მოადგილე იყო.
შსს-ს ცნობით, თეიმურაზ კალანდაძესა და ვალერი თელიას სამართალდამცავ სისტემაში მუშაობის მრავალწლიანი გამოცდილება აქვთ.