კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის დირექტორად თეიმურაზ კუპატაძე დაინიშნა

პუბლიკა

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის დირექტორად პოლიციის პოლკოვნიკი თეიმურაზ კუპატაძე დაინიშნა.

მას ამ დრომდე თბილისის პოლიციის დეპარტამენტის დირექტორის მოადგილის თანამდებობა ეკავა. ახალ თანამდებობაზე მან მამუკა ჭელიძე შეცვალა.

შსს-ს ცნობით, თეიმურაზ კუპატაძეს შინაგან საქმეთა სამინისტროში საქმიანობის მრავალწლიანი გამოცდილება აქვს. იგი სხვადასხვა წელს სამინისტროში არაერთ ხელმძღვანელ თანამდებობაზე მუშაობდა.