უკრაინის პრეზიდენტის ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, უკრაინას დღეს, დაჩქარებული წესით NATO-ს წევრობაზე ოფიციალურად შეაქვს განაცხადი. ამის შესახებ ზელენსკიმ ეროვნული უსაფრთხოებისა და თავდაცვის საბჭოს საგანგებო შეხვედრის შემდეგ განაცხადა. საბჭოს შეკრება კი მოსკოვში უკრაინის ოკუპირებული ტერიტორიების ანექსიის საზეიმო ღონისძიებას მოჰყვა.
„დე ფაქტო ჩვენ უკვე გავიკვალეთ გზა NATO-კენ. დე ფაქტო, ჩვენ უკვე დავამტკიცეთ თავსებადობა ჩრდილო ატლანტიკური კავშირის სტანდარტებთან. ისინი რეალურია უკრაინისთვის – რეალურია ბრძოლის ველზე და ჩვენი ურთიერთობის ყველა ასპექტში.
ჩვენ ვენდობით ერთმანეთს, ვეხმარებით და ვიცავთ ერთმანეთს. სწორედ ეს არის ჩრდილოატლანტიკური ალიანსიც. დე ფაქტო.
დღეს უკრაინის განაცხადია, რომ ის დე იურეც გახდეს. ისე, რომ ჩვენი ვალდებულება დავიცვათ მთელი ჩვენი საზოგადოება. დაჩქარებული წესით.
ჩვენ ვდგამთ გადამწყვეტ ნაბიჯს უკრაინის NATO-ში დაჩქარებული გაწევრების შესახებ განაცხადზე ხელის მოწერით“, – აცხადებს ზელენსკი.