რომელი მასკი უფრო მოგწონთ, რომელიც მხარს უკრაინას უჭერს თუ რუსეთს? - ზელენსკიმ მასკს უპასუხა

პუბლიკა

„რომელი ილონ მასკი უფრო მოგწონთ, ის, რომელიც მხარს უკრაინას უჭერს თუ რუსეთს?“, – უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ twitter-ზე გამოკითხვა მას შემდეგ გამოაქვეყნა, რაც ილონ მასკის განცხადებას გამოხმაურება მოჰყვა.

დღეს უკრაინა-რუსეთის თემაზე Tesla-ს ხელმძღვანელმა ილონ მასკმა გამომწერებს შესთავაზა გამოკითხვა,  ეთანხმებოდნენ თუ არა შემდეგ მოსაზრებას უკრაინა-რუსეთის მშვიდობისთვის:

  • ხელახლა ჩატარდეს ანექსირებულ რეგიონებში არჩევნები გაეროს ზედამხედველობით.
  • რუსეთი წავა, თუ ეს ხალხის ნებაა.
  • ყირიმი ფორმალურად დარჩეს რუსეთის ნაწილად, როგორც ეს იყო 1783 წლიდან (ხრუშჩოვის შეცდომამდე).
  • ყირიმის წყალმომარაგება უზრუნველყოფილი იქნება.
  • უკრაინა ნეიტრალური რჩება“, – დაწერა მასკმა Twitter-ზე.