საქართველოს პარლამენტმა კენჭი უყარა პარლამენტის წევრად გრეტა წიწავას უფლებამოსილების ცნობას. საკითხს 88 დეპუტატმა დაუჭირა მხარი.
„ქართული ოცნების“ სიის მიხედვით, გენდერული კვოტირების გათვალისწინებით, გრეტა წიწავა თამარ ტალიაშვილის ადგილმონაცვლე გახდა. ტალიაშვილი ევროპის საბჭოსთან საქართველოს წარმომადგენლად დაინიშნა.
გრეტა წიწავა წლების განმავლობაში „ქართული ოცნების“ მედიასთან ურთიერთობის სამსახურის თანამშრომელი იყო.
2012-2014 წლებში წიწავას „ქართული ოცნებისთვის“ შეწირულობის სახით, ჯამში, გაღებული აქვს 35 ათასი ლარი.