მოსკოვში სამხედრო პირების დაპატიმრებები დაიწყო - უკრაინის დაზვერვა

პუბლიკა

მოსკოვში სამხედრო პირების დაპატიმრებები დაიწყო. ეს ინფორმაცია უკრაინის თავდაცვის სამინისტროს დაზვერვის სამსახურმა გაავრცელა.

„მოსკოვის ცენტრი გადაკეტილია. ქალაქში შევიდა ძერჟინსკის სახელობის ოპერატიული დივიზია – რუსული გვარდიის „ელიტა“. ისინი პოლიციასთან ერთად ცენტრისკენ მიემართებიან“, – ნათქვამია უკრაინის დაზვერვის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

უკრაინის დაზვერვის განცხადებით, მოსკოვის პერიმეტრზე ყველა სამხედრო ნაწილი მზადყოფნაშია მოყვანილი.