დიდ დიღომში ქალის განზრახ მკვლელობის საქმეზე პროკურატურამ ერთ პირს ბრალი წარუდგინა.
„6 ოქტომბერს, თბილისში, მირიან მეფის გამზირზე მდებარე საცხოვრებელ ბინაში, უცხო ქვეყნის მოქალაქემ ურთიერთშელაპარაკებისას დაზარალებულს დანით სხეულის სხვადასხვა არეში ჭრილობები მიაყენა,რომლის შედეგად იგი ადგილზე გარდაიცვალა.
სამართალდამცველებმა ბრალდებული 7 ოქტომბერს დააკავეს. მას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით (განზრახ მკვლელობა) წარედგინა, რაც 10-დან 15 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს”, – ვკითხულობთ განცხადებაში.
ბრალდებულს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა.