უკრაინაში კიდევ ერთი ქართველი მებრძოლი დაიღუპა. როგორც „პუბლიკას“ საგარეო საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, მათთვის ცნობილია ინფორმაცია საქართველოს მოქალაქის დაღუპვის შესახებ. მიმდინარეობს დეტალების დაზუსტება.
არსებული ინფორმაციით, ქართველი მებრძოლი დღეს დილას დონეცკის ოლქში სარაკეტო იერიშისას დაიღუპა. ის 2008 წელს რუსეთ-საქართველოს ომშიც მონაწილეობდა, 2014 წლიდან კი უკრაინაში იბრძოდა.
ოფიციალური მონაცემებით, უკრაინაში რუსეთის შეჭრის შემდეგ საოკუპაციო ძალებთან ბრძოლაში 20 ქართველი სამხედრო დაიღუპა.