თელავის სასამართლომ ცოლის მკვლელობაში ბრალდებულს პატიმრობა შეუფარდა

პუბლიკა

თელავის რაიონულმა სასამართლომ 26 წლის მარიამ გამტკიცულაშვილის მკვლელობაში ბრალდებულ თორნიკე გამხვეტელაშვილს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა.

„ალკოჰოლური ზემოქმედების ქვეშ მყოფმა ბრალდებულმა, თელავში, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, მეუღლეს ცივი იარაღის გამოყენებით ყელისა და მკერდის არეში მრავლობითი ჭრილობები მიაყენა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. მიყენებული დაზიანებების შედეგად, დაზარალებული შემთხვევის ადგილზე გარდაიცვალა”, – ნათქვამია ბრალდების მხარის განცხადებაში.

სამართალდამცავებმა დანაშაულში ბრალდებული იმავე დღეს დააკავეს. მას 16-დან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთა ემუქრება.