ჟურნალისტებთან საუბრისას თეთრი სახლის ეროვნული უშიშროების საბჭოს სპიკერმა, ჯონ კირბიმ აღნიშნა, რომ აშშ-ს სურს დააჩქაროს უკრაინისთვის NASAM-ის ტიპის საჰაერო თავდაცვის სისტემების მიწოდება.
„ჩვენ ვფიქრობთ, რომ პირველი ორი [NASAM] უახლოეს მომავალში ჩავა უკრაინაში. რა თქმა უნდა, დაინტერესებული ვართ, რომ NASAMS-ის ტიპის საჰაერო თავდაცვის სისტემები რაც შეიძლება სწრაფად მიეწოდოს უკრაინას”, – აღნიშნა კირბიმ.
გასულ დღეებში პრეზიდენტმა ბაიდენმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ გრძელდება ჩართულობა მოკავშირეებთან და პარტნიორებთან ერთად იმისთვის, რომ რუსეთმა პასუხი აგოს მის მიერ ჩადენილი ომის დანაშაულებისთვის და კრემლმა პასუხი აგოს. უკრაინას კი დაეხმარონ უსაფრთხოების, ეკონომიკის და ჰუმანიტარული მიმართულებით.