Facebook-ზე ხარვეზის გამომ მილიონობით ადამიანი გამომწერებს კარგავს.
მათ შორისაა Meta-ს დირექტორი მარკ ცუკერბერგიც. მისი ანგარიშის ძებნისას ჩანს, რომ მას 119 მილიონი გამომწერი ყავს, გვერდზე გადასვლისას კი გამომწერთა სიაში მხოლოდ 9 998 ადამიანი ფიქსირდება.
Facebook-ის მომხმარებლები გამომწერების დაკარგვაზე სოციალურ ქსელებში წერენ.
I don’t know what @facebook is up to ??
I have gone from 170,000+ followers, to fewer than 10k. Checked a couple of other allies with big followings and same for them. Right before the election when we really need to reach and mobilize folks, Facebook has artificially muted us!— Amy Siskind ?️? (@Amy_Siskind) October 12, 2022
Facebook created a tsunami that wiped away my almost 900,000 followers and left only 9000 something on the shore. I kind of like Facebook’s comedy.
— taslima nasreen (@taslimanasreen) October 12, 2022
Facebook-ის ან მარკ ცუკერბერგის გვერდებზე აღნიშნულთან დაკავშირებით განმარტება, ჯერჯერობით, არ გავრცელებულა.
Meta-ს საზოგადოების სტანდარტები წესების დარღვევით შექმნილი ანგარიშების და პერსონალური პროფილების წაშლას ითვალისწინებს. უცნობია, უკავშირდება თუ არა გამომწერების გაუჩინარება კომპანიის პოლიტიკას.