თბილისი მერი კახი კალაძე დევი მეზურნიშვილს შეხვდა.
დევი მეზურნიშვილი არის მებაღე, რომელმაც ვაკის პარკში შადრევანიდან, რომლის წყალშიც ელექტრობა გადიოდა, ბავშვები გამოიყვანა.
„ეს არ იყო გმირობა, რაც შევძელი გავაკეთე, მეტი არაფერი. სამი შვილის მამა ვარ და იმ წუთებში მხოლოდ ბავშვების გადარჩენაზე ვფიქრობდი. ბედნიერი ვიქნებოდი, გოგონაც რომ ცოცხალი იყოს. ამ დღის გახსენებაზე სულ ვტირი”. – ამბობს ის.
შეხვედრის ამსახველ ფოტო მასალას მერიის პრესამსახურის ხელმძღვანელი ფეისბუქის პირად გვერდზე ავრცელებს.
13 ოქტომბერს ვაკის პარკის შადრევანში ბავშვებს შადრევანში ბურთი ჩაუვარდათ, ბურთის ამოღებისას კი დენმა დაარტყათ. დენის დარტყმის შედეგად 13 წლის გოგონა დაიღუპა. კლინიკაში გადაიყვანეს კიდევ 2 ბავშვი. ისინი კლინიკიდან უკვე გაწერილები არიან.
მომხდარზე მიმდინარეობს გამოძიება. ამ ეტაპზე საქმეზე ბრალდებული არავინაა.