არასრულწლოვანი შშმ პირის გაუპატიურებაში ბრალდებულები სასამართლომ უდანაშაულოდ ცნო - პროკურატურა

პუბლიკა

პროკურატურის განცხადებით, სიღნაღის რაიონული სასამართლომ უდანაშაულოდ ცნო ორი პირი, რომლებიც ბრალდებულნი არიან შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ოჯახის წევრის მიმართ სექსუალურ ძალადობაში და ისინი პატიმრობიდან გაათავისუფლა.

უწყების განცხადებით, პროკურატურა სიღნაღის სასამართლოს მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას სააპელაციო სასამართლოში გაასაჩივრებს.

უწყების განცხადებით, სამართალდამცველებმა ბრალდებულები 2022 წლის 27 იანვარს დააკავეს და მათ შეზღუდული შესაძლებლობების მქონე არასრულწლოვანის გაუპატიურების, სექსუალური ხასიათის სხვაგვარი ქმედების და გარყვნილი ქმედებაში ედებათ ბრალი.

„შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ ერთ-ერთი ბრალდებული შეზღუდული შესაძლებლობის მქონე არასრულწლოვან გერს სისტემატურად აუპატიურებდა და დაზარალებულთან სექსუალური ხასიათის ქმედებებს ახორციელებდა.

ხოლო ბრალდებულის მამა არასრულწლოვანი დაზარალებულის მიმართ სისტემატურად ახორციელებდა სექსუალური ხასიათის ქმედებას, ასევე გარყვნილ ქმედებას.

ბრალდების მხარის მიერ მოპოვებული მტკიცებულებები სრულად იქნა გამოკვლეული სიღნაღის რაიონულ სასამართლოში, რა დროსაც დაზარალებულმა და მოწმეებმა სრულად დაადასტურეს სექსუალური ძალადობის ფაქტი“, – ნათქვამია გავრცელებულ განცხადებაში.

პროკურატურის განცხადების თანახმად, ექსპერტიზის დასკვნით, დაზარალებული ბრალდებულების მიერ ჩადენილი ძალადობის შედეგად განიცადა ფსიქოლოგიური ტანჯვას.

„გამოკვლეულ იქნა აუდიომასალა, სადაც დაზარალებული საუბრობს მის მიმართ განხორციელებული სექსუალური ძალადობის ფაქტებზე. მიუხედავად ამისა, სასამართლომ არ გაიზიარა ბრალდების მხარის მიერ გამოკვლეული მტკიცებულებები, ორივე ბრალდებული უდანაშაულოდ ცნო წარდგენილ ბრალდებაში და პატიმრობიდან გაათავისუფლა“, – წერია გავრცელებულ განცხადებაში.