უკრაინის მთელ ტერიტორიაზე საჰაერო განგაშია

პუბლიკა

უკრაინის მთელ ტერიტორიაზე საჰაერო განგაშია გამოცხადებული.

აფეთქებების ხმა ისმის რივნის, კიევის, ოდესის, ჩერნიგოვის, კიროვოგრადის, ვოლინის, ხმელნიცკის ოლქებში.
მიკოლაივის ოლქში თავდასხმის შემდეგ ქალაქის ზოგიერთ რაიონს ელექტროენერგია არ მიეწოდება.

ელექტროენერგია არ მიეწოდება ვოლინის ოლქის ქალაქ კოველსაც. ელექტროენერგიასთან დაკავშირებულ პრობლემებზე სხვა რეგიონების ხელმძღვანელებიც ავრცელებენ ინფორმაციას.

„მორიგი სარაკეტო თავდასხმები ტერორისტების მხრიდან, რომლებიც ებრძვიან სამოქალაქო ინფრასტრუქტურას და ხალხს.“, – წერს სოციალურ ქსელში პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელი, ანდრეი ერმაკი.