ვისაუბროთ ოლიგარქიაზე, გნებავთ, მეორე მხარეს ივანიშვილი დასვით - გახარია „იმედს“

პუბლიკა

„TV Imedi, როგორც ჩანს, ბევრი კითხვა დაგიგროვდათ. დავსხდეთ თქვენს ეთერში და ვისაუბროთ პოლიტიკურ კორუფციაზე, ოლიგარქიაზე… გნებავთ, იყოს დებატების ფორმატი, მეორე მხარეს ბიძინა ივანიშვილი დასვით“, – ამის შესახებ ყოფილმა პრემიერმა გიორგი გახარიამ Facebook-ზე დაწერა.

გახარიამ სოციალურ ქსელით გაავრცელა ვიდეო, რომელიც სათვალთვალო კამერით არის გადაღებული. კადრებში ტელეკომპანია „იმედის“ ჟურნალისტი ჩანს, რომელიც, სავარაუდოდ, შეკითხვებს უსვამს გახარიას.

„TV Imedi, როგორც ჩანს, ბევრი კითხვა დაგიგროვდათ. დავსხდეთ თქვენს ეთერში და ვისაუბროთ პოლიტიკურ კორუფციაზე, ოლიგარქიაზე, იმაზე, თუ როდიდან დაიწყო ქვეყნის საგარეო კურსის ცვლილება. ჩუმად სახლში დადგომას ასე სჯობს. ნებისმიერ თქვენთვის მისაღებ ფორმატში – გნებავთ იყოს დებატების ფორმატი, მეორე მხარეს ბიძინა ივანიშვილი დასვით, „ქართული ოცნების“ ბოსები, ან თუნდაც მთლიანად ის, რაც ქართული ოცნებიდან დარჩა“, – წერს ის facebook-ზე.