ოკუპანტების მიერ 2 დღის წინ დაკავებული არასრულწლოვანი თავისუფალია - სუსი

პუბლიკა

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ცნობთ, რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ 1 ნოემბერს სოფელ მეჯვრისხევის მიმდებარე ოკუპირებულ ტერიტორიაზე დაკავებული საქართველოს არასრულწლოვანი მოქალაქე თავისუფალია და ცენტრალური ხელისუფლების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე იმყოფება.

სუს-ის მიერ 1 ნოემბერს გავრცელებული განცხადების მიხედვით, სოფელ მეჯვრისხევის მიმდებარედ რუსეთის საოკუპაციო ძალის წარმომადგენლებმა საქართველოს სამი მოქალაქე დააკავეს.

„უკანონოდ დაკავების შესახებ ინფორმაციის მიღებისთანავე, დაუყოვნებლივ გააქტიურდა ცხელი ხაზი და ამოქმედდა ცენტრალური ხელისუფლების ხელთ არსებული ყველა მექანიზმი. ინფორმაცია ეცნობა ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების თანათავმჯდომარეებს და ჩვენს საერთაშორისო პარტნიორებს.

საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებსა და საოკუპაციო ხაზის გასწვრივ განხორციელებულ ყველა დესტრუქციულ ქმედებაზე პასუხისმგებლობა ეკისრება საოკუპაციო ძალას”, – წერს სუსი.