საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა გაეროს კლიმატის ცვლილების 27-ე კონფერენციის მონაწილეებს სიტყვით მიმართა. მიმართვის ვიდეოჩანაწერი საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციამ გაავრცელა.
ირაკლი ღარიბაშვილის თქმით, საქართველო განიხილავს პარიზის შეთანხმებით ნაკისრი ვალდებულებების ჯეროვანი შესრულების საკითხს.
„საუბრის დრო აღარ დარჩა, რადგან ახლა საჭიროა სწრაფი და შედეგზე ორიენტირებული ქმედებები. შევიმუშავეთ მეტად ყოვლისმომცველი სტრატეგია კლიმატის ცვლილებების სფეროში და შესაბამისი სამოქმედო გეგმაც გაიწერა 2030 წლისთვის კლიმატის ცვლილებების ამბიციური დღის წესრიგის შემდგომი ხელშეწყობისა და შედეგების შერბილებისთვის“, – აღნიშნა ღარიბაშვილმა.
ირაკლი ღარიბაშვილის თქმით, საქართველოს ერთ-ერთი ყველაზე სუფთა ენერგოსისტემა გააჩნია და მისი 85% განახლებად წყაროებზე მოდის.
„ვაგრძელებთ ისეთი არატრადიციული, განახლებადი ენერგიის პროექტების განვითარებას და მხარდაჭერას, რომელიც მზის, ქარის, წყლის, გეოთერმული და მდგრადი ენერგიის სხვა საშუალებებია.
დასკვნის სახით მინდა, მოვუწოდო და შევახსენო ჩვენს კოლეგას, რომ წარმატების მიღწევა მარტო შეუძლებელია. მხოლოდ ერთობლივი ძალისხმევით შევძლებთ შედეგის მიღწევას. ამიტომ, მოდით, ერთად გარდავქმნათ დაინტერესებულ წრეთა და მხარეთა 27-ე კონფერენციის შედეგები სწრაფ ქმედებებში კლიმატის გადასარჩენად“, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.