„ნაციონალური მოძრაობის“ წევრების ერთი ნაწილი პარტიის თავმჯდომარის არჩევნებს მოითხოვს.
ბრიფინგზე პარტიის წევრმა, ირაკლი ნადირაძემ განაცხადა, რომ დღეს „ნაციონალური მოძრაობა“ ძლიერი და ქმედითი უნდა იყოს, რადგან სააკაშვილის გათავისუფლების და ივანიშვილის დამარცხების ინსტრუმენტი ძლიერი ოპოზიციაა.
ნადირაძე ამბობს, რომ ბრიფინგზე გვერდით უდგანან ენმ-ის რეგიონულ ხელმძღვანელები და ნათ მიაჩნიათ, რომ პარტიის გასაძლიერებლად საჭიროა შიდაპარტიული დემოკრატია და შიდაპარტიული არჩევნები ყველა დონეზე.
„ჩვენ ვითხოვთ, ჩატარდეს ყველა დონის არჩევნები, აირჩეს ახლიდან პოლიტიკური სამდივნო, პოლიტსაბჭო და რაც ყველაზე მთავარია, ჩატარდეს თავმჯდომარის ახალი არჩევნები, რადგან ვფიქრობთ, ენმ-ის თავმჯდომარეს უნდა ჰქონდეს ასობით ათასი ამომრჩევლის ლეგიტიმაცია, რათა ახალი ენერგიით, გეგმით, ბრძოლისუნარიანობით ვიბრძოლოთ. ვიცი ჩემი ასობით კოლეგის აზრი და საჭიროა, ამ ადამიანებმა დააფიქსირონ ღიად ეს აზრი“, – განაცხადა ნადირაძემ.