ენმ-ის ახალგაზრდულმა ფრთამ „ოცნების“ ოფისთან საპროტესტო აქცია გამართა

პუბლიკა

პარტია „ქართული ოცნების“ ოფისთან საპროტესტო აქცია გაიმართა. „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ახალგაზრდული ფრთის წევრები მოითხოვენ, მიხეილ სააკაშვილის უცხოეთში სამკურნალოდ გადაყვანას.

ისინი აცხადებენ, რომ საქართველოს მესამე პრეზიდენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა უარესდება და ხელისუფლება არაფერს აკეთებს მისი უფლებების დასაცავად.

„ვხედავთ, რა მძიმე მდგომარეობაში იმყოფება, მას აუცილებლად სჭირდება საზღვარგარეთ სამკურნალოდ გადაყვანა. ევროპარლამენტარები, დასავლეთი მოუწოდებს ხელისუფლებას, რომ გადაიყვანოს ეს ადამიანი სამკურნალოდ, მაგრამ ეს მათთვის არაფერს ნიშნავს. მათ მხოლოდ რუსეთის ესმით “, – ამბობს „ფორმულასთან“ აქციის მონაწილე გიორგი წულაია.

მისი თქმით, ეს არის გამაფრთხილებელი მდუმარე აქცია და თუ ხელისუფლება არავის მოთხოვნას არ გაითვალისწინებს, იქნებიან უფრო რადიკალურები.