ბორელი: კიბერთავდაცვის განსავითარებლად ვეხმარებით უკრაინას, საქართველოს და მოლდოვას

პუბლიკა

ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა ჯოსეფ ბორელმა ბრიუსელში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ აუცილებელია შეიქმნას ევროკავშირის კიბერ თავდაცვის უფრო ძლიერი სისტემა უსაფრთხოებისთვის.

მისი თქმით, კიბერგარემო ახალი სტრატეგიული სივრცეა. ეს არის გეო-სტრატეგიული კონკურენციის ადგილი, რომელიც ბრძოლის ველად იქცევა და საზღვრებს არ ცნობს და რომ კიბერ ომი და კიბერშეტევები ხდება თანამედროვე ომის განუყოფელი ნაწილი…

„დავიწყეთ მუშაობა ჩვენს პარტნიორებს შორის კიბერ თავდაცვის შესაძლებლობების განვითარებაზე. ჩვენ ამას ვაკეთებთ ევროპის მშვიდობის ფონდის დახმარებით, ვეხმარებით უკრაინას, საქართველოსა და მოლდოვას. ჩვენ ასევე ვიმედოვნებთ, რომ გავაფართოოთ ეს პარტნიორობა, განსაკუთრებით დასავლეთ ბალკანეთის ქვეყნებთან” – განაცხადა ჯოზეფ ბორელმა.