ივანიშვილმა შეძლო ენმ-ის რეჟიმის დასრულება, ესაა ყველაზე დიდი ქველმოქმედება ჩვენი ქვეყნისთვის - კალაძე

პუბლიკა

„ბატონი ბიძინა ივანიშვილი გახლავთ ადამიანი, რომელმაც თავისი უშუალო მონაწილეობით და ჩართულობით, შეძლო იმ კრიმინალური, სისხლიანი რეჟიმის დასრულება, რომელსაც „ნაციონალური მოძრაობა“ წარმოადგენდა და ეს არის ყველაზე დიდი ქველმოქმედება და საჩუქარი ჩვენი ქვეყნისთვის“,- ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.

„ჩემთვის ბიძინა ივანიშვილი არის ადამიანი, რომელმაც ძალიან ბევრი სიკეთე გაუკეთა ჩვენს ქვეყანას. ძალიან ბევრი პროექტის ჩამოთვლა შემიძლია, რომელიც ამ ადამიანმა საქველმოქმედო პროექტების სახით განახორციელა ჩვენს ქვეყანაში. ეს არ დაწყებულა გუშინ და გუშინწინ. ჯერ კიდევ წინა ხელისუფლების პირობებში ის უანგაროდ ეხმარებოდა ჩვენს ქვეყანს და ხალხს. საქველმოქმედო ფონდ „ქართუს“ მიერ არის ძალიან ბევრი ისტორიული შენობა-ნაგებობა აღდგენილი, კულტურული მემკვიდრეობის ძეგლები, ბევრი სკოლა, საბავშვო ბაღი, რომელი ერთი ჩამოვთვალო…“,- განაცხადა კალაძემ.