13 წლის გოგოს მიმართ სექსუალური ძალადობის ბრალდებით დაკავებულს 15-დან 20 წლამდე პატიმრობა ემუქრება

პუბლიკა

13 წლის გოგოს მიმართ ჩადენილი სექსუალური ხასიათის ქმედების ბრალდებით დაკავებულს სასამართლომ აღკვეთის სახით პატიმრობა შეუფარდა. ინფორმაციას საქართველოს პროკურატურა ავრცელებს.

„შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა სხვადასხვა დროს, 13 წლის არასრულწლოვნის მიმართ, ძალადობით და ძალადობის მუქარით სექსუალური ხასიათის ქმედება განახორციელა.

სამართალდამცველებმა ბრალდებული, აღნიშნულ დანაშაულზე შეტყობინების შესვლის დღესვე, 20 ნოემბერს დააკავეს. მას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 138-ე მუხლის მე-4 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით, (სექსუალური ხასიათის სხვაგვარი ქმედება, ჩადენილი ძალადობით და ძალადობის მუქარით, არასრულწლოვნის მიმართ (სამი ეპიზოდი)), რაც სასჯელის სახედ და ზომად 15-დან 20 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს, “- ამბობენ პროკურატურაში.

საქართველოს პროკურატურაში აცხადებენ, რომ  მსგავსი კატეგორიის საქმეებზე მკაცრ სისხლის სამართლის პოლიტიკას ატარებენ, რასაც მომავალშიც გააგრძელებენ.