ქალი, რომელიც 4 სექტემბერს ქმარმა დაჭრა, კლინიკაში დღეს გარდაიცვალა

პუბლიკა

ახალგაზრდა ქალი, რომელიც ქმარმა დაჭრა, სამთვიანი მკურნალობის შემდეგ კლინიკაში გარდაიცვალა.

ქმარმა ქალი 4 სექტემბერს დაჭრა. შემთხვევა ბოდბეში მოხდა.

შსს-მ გამოძიებით დაადგინა, რომ კაცმა 27 წლის ქალი ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე თავის არეში დაჭრა.

ბრალდებული დაკავებულია. მის მიმართ გამოძიება ამ დრომდე განზრახ მკვლელობის ბრალდებით მიმდინარეობს.