მსახიობი თამარ სხირტლაძე გარდაიცვალა

პუბლიკა

93 წლის ასაკში გარდაიცვალა მსახიობი თამარ სხირტლაძე.

ინფორმაციას მარჯანიშვილის სახელობის თეატრი ავრცელებს.

მარჯანიშვილის თეატრის მსახიობი არაერთი სპექტაკლისა და ფილმის მონაწილეა, მათ შორის: „კაცია-ადამიანი?!“, „მოძღვარი“, „მეფე ლირი“, „ადამიანთა სევდა“, „ფესვები“, „ლუკას სახარება“ და „ნუცას სკოლა“, „ერთი ნახვით შეყვარება“, „დღეს ღამე უთენებია“, „ზაფხული, ანუ 27 დაკარგული კოცნა“…

ის ქართული კინოსა და თეატრის უხუცესი მსახიობი იყო. მან მოხსნა მსახიობ ვერიკო ანჯაფარიძის რეკორდი და სცენაზე 70 წელი გაატარა.