თერჯოლაში ყოფილი ცოლის მკვლელობაში ბრალდებული კაცი კლინიკაში გარდაიცვალა

პუბლიკა

კაცი, რომელიც 2 დღის წინ მომხდარ მკვლელობაშია ბრალდებული, წუხელ ქუთაისის დამწვრობის ცენტრში გარდაიცვალა.

გამოძიების ინფორმაციით, გარდაცვლილმა 24 ნოემბერს თერჯოლაში მდებარე სუპერმარკეტში ყოფილ ცოლს ბენზინი შეასხა, ცეცხლი წაუკიდა და მოკლა. დაზიანებები მიიღო თავადაც. როგორც ქუთაისის დამწვრობის ცენტრში ამბობდნენ, მას სხეულზე 70%-იანი დამწვრობა ჰქონდა და მართვით სუნთქვაზე იყო.

24 ნოემბერს მომხდარი ფაქტის შემდეგ შსს-მ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 11 პრიმა – 109-ე მუხლით დაიწყო, რაც ოჯახის წევრის მიმართ განსაკუთრებული სისასტიკით ჩადენილ განხრახ მკვლელობას გულისხმობს.