შესაძლოა პატრიარქს ვეახლო და ვესაუბრო - გამყრელიძე ეკლესიაში ჰიგიენაზე

პუბლიკა

ტელეკომპანია პირველის ეთერში დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ ვრცლად ისაუბრა კორონავირუსის საფრთხესთან დაკავშირებით საპატრიარქოს პოზიციაზე, როლზე და ჩართულობაზე.

მისი თქმით, როგორც კი კორონავირუსული ინფექციის გავრცელება დაიწყო მსოფლიოში, იანვრის ბოლოს, პირადად დაუკავშირდა საპატრიარქოს, და იქ სპეციალური გადამზადება გააკეთეს. ტრენინგები ჩაატარეს ერთ-ერთ დიდ ეპარქიაშიც.

“ანუ დედაოებს, მამაოებს, შესაბამის ჰიგიენურ წესებზე ტრენინგი ჩავუტარეთ. წავუღეთ და გადავეცით დისპენსერები, რადგან იქ ბევრი ადამიანი მიდის.

ჩვენ ვიძლევით რეკომენდაციას რომ ამ დროს გასაძლიერებელია ზოგადი ჰიგიენური წესების დაცვა. ეს გულისხმობს ხშირად ხელების დაბანას, სველი წესით დალაგებას. დეზინფეაციას, პირბადეების, საინექციო საშუალებების, ჭიქების ერთჯერადად გამოყენებას.

ეს არის ჩემი რეკომენდაცია ყველასადმი, საპატრიარქოსადმი, ეკლესიისადმი. ეკლესიას მე შევთავაზე რომ სადაც მრევლი იკრიბება, იქ იდგას დისპენსერები, სადაც ჩვენ შესვლის და გამოსვლი შემდეგ ხელებს გავისუფთავებთ.

გამიგეთ, საპატრიარქოზე რამის თქმა საკმაოდ რთულია. მე საპატრიარქოს სამედიცინო სამსახურს ვთხოვე და შეიძლება ამ დღეებში მის უწმინდესობას ვეახლო და ამ საკითხზე ვესაუბრო. მე მინუსად ჩამითვალეს, როდესაც ვთქვი, რომ ვერ ჩავერევი ათასწლოვან რიტუალში. მე ვიძლევი რეკომენდაციას რომ საჭიროა ჰიგიენური წესების დაცვა, რომელიც ეხება ამ რიტუალსაც.

საზოგადოებრივი საფრთხე თუ იქმნება, მიუხედავად ჩვენი უღრმესი პატივისცემისა, რეკომენდაციები ყველამ უნდა გავითვალისწონოთ”. – ამბობს ამირან გამყრელიძე.