„ნაკლებ სავარაუდოა, მაგრამ თუ შეხედავს ამხელა საფრთხეს და თუ ჩათვლის, რომ ეს საფრთხე არის, ეკლესია რა თქმა უნდა, მიიღებს შესაბამისს გადაწყვეტილებას”, – ამის შესახებ გადაცემა „რეაქციაში” ვანისა და ბაღდათის მიტროპოლიტმა ანტონმა განაცხადა.
„ჩვენ ერთი რამ არ უნდა დაგვავიწყდეს, ჩვენ რწმენა გვაქვს, არა იმიტომ, რომ ცოდნა გვაქვს, არამედ პირიქით, ცოდნა გვაქვს იმიტომ, რომ რწმენა გვაქვს. ვისაც წმენა აქვს, ის თვითონ იღებს გადაწყვეტილებას, ეზიაროს, არ ეზიაროს, მივიდეს. ვიღაცას ძლიერ უნდა, ვიღაცას ეშინია, ვიღაცას არა. თვითინ ღებულობს გადაწყვეტილებას და ეს ჩარევები – მე ვერ ვხვდები ეს ჩარევები რა არის, დაბრკოლება უნდათ ამ ადამიანების თუ კიდევ ერთი შესაძლებლობა მიეცათ ეკლესიის გაქილიკების, ამას ვერ ვგებულობ?!”, – განაცხადა ვანისა და ბაღდათის მიტროპოლიტმა ანტონმა.
რაც შეეხება დეზინფექციას, მეუფე ანტონის თქმით, მასზე უარს არ იტყვიან, თუ ამის შესაძლებლობა იქნება.
„ის, რაც ყოფით ცხოვრებაშია, ის პრევენციული ზომები აუცილებლად მისაღები არის. ჩვენ გვაქვს მხოლოდ [საუბარი] ზიარებაზე. ეკლესიას მისი ისტორიის მანძილზე არ ახსოვს რაიმე პრეცედენტი. ამაზე მეტი ყოფილა – შავი ჭირი, ქოლერა, რა არ ყოფილა, მაგრამ ერთი პრედედენტიც არ ახსოვს ეკლესიას, რომ ზიარებიდან ვინმე დაშავდა ან ვინმე გარდაიცვალა”, – განაცხადა მიტროპოლიტმა ანტონმა.