ბათუმში „ვოქსის“ შენობაში ხანძარი ლოკალიზებულია

პუბლიკა

ბათუმში, „ვოქსის“ შენობაში წუხელ გაჩენილი ხანძარი, ლოკალიზებულია. აჭარის სახანძრო-სამაშველო ძალების დეპარტამენტში აცხადებენ, რომ ამჟამად სალიკვიდაციო სამუშაოები მიმდინარეობს.

როგორც სახანძრო-სამაშველო სამსახურში აცხადებენ, ხანძრის ჩაქრობას ხელს ძლიერი ქარი უშლიდა. მათივე თქმით,  მოსახლეობის ევაკუაცია დროულად მოხდა და ხაბძარი არ გავრცელებულა სხვა შენობებზე. ხანძრის შედეგად არავინ დაშავებულა.

როგორც ცნობილია რესტორან „ვოქსიში“ სარემონტო სარემონტო სამუშაოები მიმდინარეობდა. რამ გამოიწვია ძლიერი ხანძარი ჯერჯერობით უცნობია.