ჩვენ არ დაველოდებით სასწაულს, რადგან ჩვენ თვითონ ვქმნით მას - ზელენსკი

პუბლიკა

უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი შობას ულოცავს უკრაინელ მოქალაქეებს. ამის შესახებ მან ვიდეომიმართვაისას განაცხადა:

„ამ დღესა და ზამთრის მომავალ არდადეგებს რთულ ვითარებაში ვხვდებით. ვიღაც პირველ ვარსკვლავს ბახმუტის, რუბიჟნესა თუ კრემინნას ცაზე იხილავს. ვიღაც დღესასწაულს სხვების სახლში აღნიშნავს, მაგრამ არა უცხოსი – უკრაინელების სახლებში, რომლებმაც თავშესაფარი მისცეს უკრაინელებს. ვიღაც „შჩედრიკს“ სხვა ენაზე მოისმენს – ვარშავაში, ბერლინში, ლონდონში, ნიუ-იორკში, ტორონტოსა და ბევრ სხვა ქალაქში და ქვეყანაში. ვიღაც კი ამ შობას ტყვეობაში შეხვდება, მაგრამ ახსოვდეთ, რომ ჩვენ მათთან მივალთ, ჩვენ დავუბრუნებთ თავისუფლებას ყველა უკრაინელ კაცსა და ქალს.

სადაც არ უნდა ვიყოთ, დღეს ერთად ვიქნებით. მოდით, სურვილი ჩავიფიქროთ. ერთი ყველასთვის და ჩვენ ვიგრძნობთ სიხარულს. ერთი ყველასათვის და ჩვენ გავიგებთ სიმართლეს. ერთი ყველასთვის.

ჩვენ აღვნიშნავთ ჩვენს დღესასწაულებს! როგორც ყოველთვის. ჩვენ გავიღიმებთ და ვიქნებით ბედნიერები, როგორც ყოველთვის. განსხვავება მხოლოდ ერთია. ჩვენ არ დაველოდებით სასწაულს, რადგან ამ ყველაფრის შემდეგ ჩვენ თვითონ ვქმნით მას.

ქრისტე დაიბადა! მოდით ვადიდოთ იგი!”, – აცხადებს ზელენსკი.