პოდოლიაკი: რუსეთის ეკლესიის განცხადება „საშობაო ზავის“ შესახებ ცინიკური ხაფანგი და პროპაგანდაა

პუბლიკა

უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელის მრჩეველი მიხაილო პოდოლიაკი რუსეთის ეკლესიის პატრიარქის კირილის განცხადებას გამოახმაურა ე.წ. საშობაო ზავის შესახებ.

„რუსეთის მართლმადიდებლურმა ეკლესიამ რუსეთს უკრაინელების გენოციდისკენ მოუწოდა, წაახალისა მასობრივი მკვლელობები და დაჟინებით მოითხოვს რუსეთის ფედერაციის კიდევ უფრო დიდ მილიტარიზაციას. შესაბამისად, რუსეთის მართლმადიდებლური ეკლესიის განცხადება „საშობაო ზავის“ შესახებ ცინიკური ხაფანგი და პროპაგანდაა,” – წერს პოდოლიაკი Twitter-ზე.

დღეს რუსეთის პატრიარქი კირილი, რომელიც კრემლის პოლიტიკის ერთ-ერთი მთავარი მხარდამჭერია, საშობაოდ მხოლოდ 36-საათიანი ზავის მოწოდებით გამოვიდა.