ზურაბიშვილი: ვგმობ დნიპროში, საცხოვრებელ კორპუსზე სასტიკ თავდასხმას

პუბლიკა

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი დნიპროში რუსეთის მიერ საცხოვრებელი კორპუსის დაბომბვას გამოეხმაურა და დაგმო.

„კატეგორიულად ვგმობ სასტიკ თავდასხმას დნიპროში საცხოვრებელ სახლზე. მშვიდობიანი მოსახლეობის მიმართ გამოვლენილი დაუშვებელი ძალადობა, რომელიც საერთაშორისო სამართლის ყველა ნორმას არღვევს.

ჩვენ მათ გვერდით ვართ, ვინც დნიპროსა და მთელ უკრაინაში საყვარელი ადამიანები დაკარგა”, – წერს ის twitter-ზე.


დნიპროში რუსეთის მიერ კორპუსის დაბომბვის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 20-მდე გაიზრდა, მათ შორის ერთი ბავშვია. თავდასხმის შედეგად დაშავდა 73 ადამიანი, მათ შორის 14 ბავშვი .

კორპუსის ნანგრევებიდან მაშველებმა 38 ადამიანი, მათ შორის ექვსი ბავშვი გამოიყვანეს. დაბომბვის შედეგად დაშავებულია 73 ადამიანი, მათ შორის – 14 ბავშვი.

ადგილზე სამძებრო-სამაშველო ოპერაცია გრძელდება.