უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელის მრჩეველმა, ოლექსი არესტოვიჩმა თანამდებობიდან გადადგომის შესახებ განცხადება დაწერა.
„დავწერე განცხადება თანამდებობიდან წასვლის შესახებ. მინდა, ვაჩვენო ცივილიზებული ქცევის მაგალითი. პრინციპულ შეცდომას თუ უშვებ, უნდა გადადგე“, – წერს არესტოვიჩი.
იქამდე არესტოვიჩმა ბოდიში მოუხადა საზოგადოებას და „სერიოზული შეცდომა“ უწოდა თავის განცხადებას, რომ რუსული რაკეტა, რომელიც 14 იანვარს დნეპრში საცხოვრებელ კორპუსს მოხვდა, უკრაინის საჰაერო თავდაცვის სისტემამ ჩამოაგდო. ბოლო მონაცემებით, რუსეთის შეტევას 40 ადამიანი ემსხვერპლა.
უკრაინის რადის დეპუტატებმა ხელმოწერებიც შეაგროვეს არესტოვიჩის პრეზიდენტის ოფისიდან გათავისუფლების მოთხოვნით.