სამტრედიაში, კორპუსის სახურავის შეკეთებისას მუშა, 45 წლამდე მამაკაცი გადმოვარდა და დაიღუპა.
ადგილზე სამართალდამცავები მუშაობენ.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, გამოძიება 240-ე მუხლით დაიწყო, რაც სამთო, სამშენებლო ან სხვა სამუშაოს წარმოებისას უსაფრთხოების წესის დარღვევას გულისხმობს.