ურსულა ფონ დერ ლაიენი და ჯოზეფ ბორელი კიევში ჩავიდნენ

პუბლიკა

ევროკომისიის პრეზიდენტი ურსულა ფონ დერ ლაიენი და ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებში ჯოზეფ ბორელი კიევში ჩავიდნენ.

ურსულა ფონ დერ ლაიენი წერს Twitter-ზე, რომ უკვე მეოთხედ არის უკვე კიევში მას შემდეგ, რაც რუსეთმა ომი დაიწყო.

„ჩვენ აქ ერთად ვართ, რათა ვაჩვენოთ, რომ ევროკავშირი მტკიცედ დგას უკრაინის გვერდით, როგორც არასდროს და კიდევ უფრო გავარღმაოთ ჩვენი მხარდაჭერა და თანამშრომლობა”, – ამბობს ის.

 

ჯოზეფ ბორელი კი წერს, რომ უკრაინელებს გადასცემენ ევროკავშირის მხარდაჭერის ძლიერ გზავნილს. მისი თქმით, რუსეთის ომის დაწყებიდან ევროკავშირის დახმარებამ უკრაინისთვის 50 მილიარდ ევროს მიაღწია.