„ტრეფიკ თრეველის” დამფუძნებელი ცოტნე ჯაფარიძე დააკავეს

პუბლიკა

„ტრეფიკ თრეველის” დამფუძნებელი, ცოტნე ჯაფარიძე გუდაურში წვრილმანი ხულიგნობისა და პოლიციის დაუმორჩილებლობის ბრალდებით დააკავეს.

მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, მას უცხოელ ტურისტთან მოუვიდა შელაპარაკება.

როგორც „პუბლიკას“ შსს-ში განუცხადეს, ჯაფარიძე დაკავებულია ადმინისტრაციული სამართალდარღვევათა კოდექსის 173-ე და 166-ე მუხლების შესაბამისად, რაც სამართალდამცავი ორგანოს თანამშრომლის კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობას და წვრილმან ხულიგნობას გულისხმობს.

სასამართლოდან გამოსულმა ჯაფარიძემ „მთვარს“ მომხდართან დაკავშირებით უამბო, რომ:

„რიგში ვდგავარ საბაგიროსი, გუდაურში და დამელაპარაკა ვიღაცა რუსულად. მე ვუპასუხე ინგლისურად, რომ რუსულად ნუ მელაპარაკები-მეთქი, იმიტომ რომ,- F*ck Russia- მეთქი და მანაც მითხრა,- F*ck you, ამაზე დაიწყო შეხლა-შემოხლა, გაწევ-გამოწევა, მოქნევა ჯოხების, თხილამურების და მოვიდა ამ დროს პოლიცია ბევრი, პატრული იქვე ვინც იყვნენ და იმის მაგივრად რომ ისინი განერიდებინათ მომხდარიდან, პირიქით აქეთ მე მაჩერებდნენ… აშკარად რუსები იყვნენ, მოხვდატ გულზე და ამან გამოიწვია ეს ყველაფერი“,- ამბობს ჯაფარიძე.