ოზურგეთთან კიდევ ერთი მიწისძვრა მოხდა.
სეისმური მონიტორინგის ეროვნული ცენტრის პირველადი მონაცემებით, ბიძგები თბილისის დროით 12:07 საათზე დაფიქსირდა. ეპიცენტრი ქალაქ ოზურგეთის სოფელ გომში იყო.
ცენტრის მონაცემებით, მიწისძვრის სიძლიერემ პირველადი მონაცემებით 4.6 მაგნიტუდა შეადგინა.
გუშინ, 11 თებერვალს მომხდარი მიწისძვრის ეპიცენტრი ოზურგეთიდან 7 კილომეტრში სოფელ ვაკიჯვარში იყო.
დედამიწის შემსწავლელ მეცნიერებათა ინსტიტუტის და სეისმური მონიტორინგის ეროვნული ცენტრის ცნობით, მიწისძვრის სიმძლავრემ 4.3 მაგნიტუდა შეადგინა.