გორში კორპუსის მშენებლობისას მუშა გადმოვარდა და დაიღუპა

პუბლიკა

გორში მშენებარე ობიექტზე მუშა დაიღუპა. ინფორმაცია „პუბლიკას“ შინაგან საქმეთა სამინისტროში დაუდასტურეს.

შსს-ს განცხადებით, დაწყებულია გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 240-ე მუხლით, რაც სამთო, სამშენებლო ან სხვა სამუშაოს წარმოებისას უსაფრთხოების წესის დარღვევას გულისხმობს.

ადგილობრივი მედიაგამოცემის „ქართლის ამბების“ ინფორმაციით, 60 წლამდე ასაკის კაცი სიმაღლიდან გადმოვარდა.