საფრანგეთის პრეზიდენტმა ნინო ლომჯარია ღირსების ეროვნული ორდენით დააჯილდოვა

პუბლიკა

საქართველოს ყოფილი სახალხო დამცველი ნინო ლომჯარია საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა ღირსების ეროვნული ორდენით დააჯილდოვა. ინფორმაციას საქართველოში საფრანგეთის საელჩო ავრცელებს. საელჩოს განცხადებით, ეს ჯილდო ყოფილ ომბუდსმენს იმ როლისთვის გადაეცა, რაც დემოკრატიის კუთხით შეასრულა.

„დღეს, საფრანგეთის ელჩი საქართველოში, ქალბატონი შერაზ გასრი, შეხვდა საქართველოს ყოფილ სახალხო დამცველს, ქალბატონ ნინო ლომჯარიას, რათა მისთვის ეცნობებინა, რომ საფრანგეთის პრეზიდენტმა, ბატონმა მაკრონმა იგი ღირსების ეროვნული ორდენით დააჯილდოვა.

ეს ჯილდო ქალბატონ ლომჯარიას გადაეცემა მნიშვნელოვანი როლისთვის, რომელიც მან ქართული დემოკრატიის ამ ერთ-ერთი საყრდენი ინსტიტუტიციის სათავეში შეასრულა. გულწრფელად ვულოცავთ მას“, – ნათქვამია საფრანგეთის საელჩოს განცხადებაში.